“ისტერიკა, რომელიც ჩვენ ყოველდღიურად გვესმის, რომ ადამიანი თურმე კვდება და დღედღეზე თუ არ გადაიყვანენ საავადმყოფოში, გარდაიცვლება, მე მგონი ამის საპასუხოდ და საზოგადოებისთვის სიმართლის საჩვენებლად საჭირო იყო იმის თქმა, რომ რეალურად ეს ადამიანი არც სიკვდილის პირას არ არის, არც შიმშილობს და არც მისი ჯანმრთელობა არ არის ისე გაუარესებული, რომ სადღაც საჭიროებდეს მისი გადაყვანას.

რატომ არის ამხელა ამბავი ატეხილი ამას ვერ ვხდები, სიმართლე გითხრათ, თუ ამას სარჩულად არ აქვს საზოგადოების კიდევ უფრო მეტი დაზაფრა, პოლარიზება და კიდევ უფრო მეტი არეულობის შემოტანა ქვეყანაში”

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე მიხეილ სააკაშვილზე.