“ეს არაა ცალკეული ევროპარლამენტარების აზრი “- ამის შესახებ, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ფორმულას გადაცემა კომენტარში განაცხადა. მისი თქმით, წერილი, რომელშიც საქართველოს ამჟამინდელი ვითარება იყო გაკრიტიკებული, მხოლოდ ცალკეული ევროპარლამენტარების აზრი არაა.
“ეს არ არის ცალკეული ევროპარლამენტარების აზრი, იქ არის საგარეო კომიტეტის თავჯდომარე, მათ შორის ქალბატონი, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია საქართველოსთან ურთიერთობაზე. არ არის მართალი, რომ ამას არ აქვს მნიშვნელობა და უბრალოდ კერძო აზრია. ჩვენ ვსაუბრობთ მაკროფინანსურ დახმარებაზე, ამის შესაძლო შეჩერებაზე ან შემცირებაზე”, – აღნიშნავს ფონ კრამონი.