კომპანია ZAG-ის დირექტორის, თამარ კობერიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.
თამარ კობერიძის ადვოკატი, ქეთევან მირიანაშვილი, საგამოძიებო მოქმედებებს “ბაჩანას გამოძიებას” უწოდებს და მოითხოვს, რომ ჩხრეკის ოპერაცია თავად ბაჩანა ლობჟანიძის სახლშიც ჩატარდეს.
“გრძელდება ბაჩანას გამოძიება. შემოვიდნენ პირად ჩხრეკაზე. ყველანაირი ინფორმაცია კომპანიას და კომპანიის თანამშრომლებს მიწოდებული აქვთ და რა უნდათ კიდევ, არ ვიცი. ეს საგამოძიებო მოქმედებები არის ბაჩანას გამოძიება. მაქვს კითხვა საგამოძიებო ორგანოსთან – არის თუ არა თავად ბაჩანა ლობჟანიძის სახლში ჩატარებული ჩხრეკა და მიმდინარეობს თუ არა შესაბამისი გამოძიებები.
გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები კომპანია ZAG-ის სხვა თანამშრომლების სახლშიც მიმდინარეობს.
ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც ამტკცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, ამბობს, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალება მის სამსახურს უკავშირდება. ბრალდებებს უარყოფს კომპანია ზეგ.
ბაჩალიშვილის ახლო მეგობრების, დეა კაპანაძის თქმით, ბაჩანა ლობჟანიძე თამარის შეყვარებული არ ყოფილა და არ იცის, საიდან გამოჩნდა ამ საქმეში.