„არის წესი, რომელსაც ქვეყანა ადგენს. ამ წესებს ძალიან მალე დავადგენთ, იცით, რომ მიმდინარე პროცესია. როდესაც რამდენიმე დღეში, წესით, კანონი უნდა ამოქმედდეს და ამის თანახმად, შეგიძლია მიმართო ხვალ თუ ზეგ მთავრობას და თანხმობა მიიღო… თუ კეთილშობილური მიზნები ამოძრავებს გრანტის გამცემს, როცა რამდენიმე დღით ასწრებ და ზიანს აყენებ სახელმწიფოს, ახორციელებ გარკვეულ თავდასხმას საელჩოს მხრიდან, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ეს არის ძალიან ცუდი რამ“,
ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადება, რომლის თანახმად, უწევთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რომლებიც მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.