ეს არის გაყალბებული, გვარამიას კაბინეტში ნაჯღაბნი სისულელე – კალაძე IPSOS-ის კვლევაზე

“ეს არის გაყალბებული, გვარამიას კაბინეტში ნაჯღაბნი სისულელე”- ასე აფასებს, თბილისის მერი, კახა კალაძე “მთავარი არხის” დაკვეთით ჩატარებულ IPSOS გლობალის კვლევას. კალაძის თქმით, ის  დედაქალაქში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„კვლევებზე განსაკუთრებული დამოკიდებულება არასდროს არ მქონია. ოპონენტების ნდობა ჩემთვის არაფერს ნიშნავს, ჩემთვის მთავარია ხალხი, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანები და მათი განწყობები ჩემს მიმართ, იმ პროექტების და საქმეების მიმართ, რომელსაც ვაკეთებთ ამ ქალაქისთვის და გავაკეთებთ მომავალში. ეს არის ჩვეულებრივად გაყალბებული, გვარამიას კაბინეტში ნაჯღაბნი რაღაც სისულელე. ყველა ოლქში, სადაც მეორე ტურის არჩევნები იმართება, დამაჯერებლად, ღირსეულად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, რადგან მას აქვს ყველაზე მეტი მხარდაჭერა, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს რეალობას, სიმართლეს. სამარცხვინოა ასევე ის ფაქტი, ეტყობა აერიათ ამ გაყალბებასა და ჯღაბნაში, IPSOS-ის ოფიციალურ გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ, ზუგდიდის მონაცემები და გვარამიას მიერ გაჟღერებული ეს ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

ნიკა მელია 48.4%, კახა კალაძე 51,6% – IPSOS-გლობალის კვლევა