საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი Daily Mail-ის სტატიას ეხმიანება და ამბობს, რომ ის ზღაპარია, რომელიც მცირეწლოვნებსაც არ სჯერათ. მისივე თქმით, ეს ბრიტანული გამოცემა შემჩნეულია მსგავსი ინფორმაციების გავრცელებაში.
ვოლსკის განცხადებით, ურთიერთობის ის ხარისხი, რაც ქართულ და ბრიტანულ პრესსამსახურებს აქვს, არ ტოვებს კითხვებს, რომ არსებობს თემები, სადაც ინფორმაცია არ არის გაცვლილი.
” „დეილი მეილის“ გამოცემა შემჩნეულია ასეთი ინფორმაციის გავრცელებაში. მინდა ყურადღება მიაქციოთ მთავარს, ყვებიან, რომ არსებობს ჰაკერთა ჯგუფი, რომელმაც ბრიტანული ლაბორატორიიდან მოიპარა ვაქცინის ფორმულა და უკან დაბრუნებაზე ევაჭრება… და ეს ჯგუფი მდებარეობს საქართველოში, უფრო მეტიც, ირანთან და რუსეთთან არიან დაკავშირებულნი – ესაა ზღაპარი, რომელიც მცირეწლოვნებსაც არ სჯერათ. ეს ტაშ-ფანდური, რაც ნაციონალურ მოძრაობაშია ატეხილი, მიუთითებს იმაზე, რომ გამოეცალათ ყველანაირი საფუძველი და ხავსს ეკიდებიან, რათა ხალხს დააჯერონ ის, რაც არ არსებობს”, – აბობს გია ვოლსკი.
დეილი მეილის სტატიაზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილმაც. მან თქვა, რომ Daily Mail-მა სავარაუდოდ. დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელა.
გამოცემა The Daily Mail-მა საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა,სადაც წერია, რომ რუსმა ჰაკერებმა სამედიცინო ცდებში მონაწილე ასობით ბრიტანელის მონაცემები მოიპარეს ბრიტანეთის ლაბორატორიიდან, რომელიც Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული.
მათი ინფორმაციით, კიბერ-თავდასხმის უკან რუსეთი და ირანი დგანან და მათ სამიზნეს ბრიტანეთის ლაბორატორიები და უნივერსიტეტები წარმოადგენს.
The Daily Mail-ის ინფორმაციით, ჰაკერები საქართველოს ტერიტორიიდან მოქმედებენ და კრემლთან და რუსეთის უშიშროების სამსახურებთან არიან დაკავშირებული.