ეს არის კეთილი ნება – გამყრელიძე ჯარიმების გაუქმებაზე

“საკითხი, რა თქმა უნდა, იყო განხილული საკოორდინაციო საბჭოზე. ეს არის კეთილი ნება, რომ გაუუქმდათ ნაწილს ჯარიმები. აღსრულებას აქვს ძალიან დიდი მნიშნველობა, მაგრამ კიდევ ხაზს ვუსვამ, რომ მარტო მათრახი და შოლტი არაფერს არ იზამს, მთავარია ჩვენი თვითშეგნება.

ჯობია მეტი თვითშეგნება, მეტი განათლება, დავიჯეროთ ის, რომ პირბადის ტარება აუცილებელია. მარტო ჯარიმებით და მარტო გამკაცრებით შორს ვერ წავალთ”

თქვა ამირან გამყრელიძემ ჯარიმების გაუქმებაზე. ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს გაუუქმდებათ იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვის გამო გამოწერილი ჯარიმები. ასევე გათავისუფლდებიან სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობებისგან.