“ეს არის პრეცედენტი მაღალ პოლიტიკურ იერარქიაში “- – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს და გიორგი გახარიას წასვლას ეხმაურება, რომლის თანამშრომლებთან გამოსამშვიდობებელმა ფოტომ „ფეისბუქზე“ ყველანაირი რეკორდი მოხსნა.
“არადა მარტივია. ასი ათასობით ლაიქი ადასტურებს რომ ხალხს არ უნდა დაპირისპირება. დაიღალა ქვეყანა პოლარიზებით.
გამოვიდა და თქვა, შეიძლება მელია არ მევასებოდეს, არ ვეთანხმებოდე მაგრამ მის დაჭერას ხელი არ მოვაწერეო. თავისთავად ეს არის პრეცედენტი მაღალ პოლიტიკურ იერარქიაში, როცა მთლად მთავარს არ ეთანხმება ხელისუფალი და ამას საჯაროდ გამოხატავს.
ახლა მთავარია ქართული ოცნების ლიდერებთან ერთად საჯარო მოხელეებმა და პოლიციელებმა ითვალონ ფოტოზე ლაიქები.
გინდათ ხალხს ევასებოდეთ? დაიცავით ოპოზიციის უფლებებიც. მზა რეცეპტი გიდევთ.”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.