ჩემი ნებართვის გარეშე დამარეგისტრირეს მეორე აცრაზე – ასე ეხმაურება, პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი, “მთავარი არხის” რეპორტაჟს სადაც კოვიდ-პასპორტის შესაძლო გაყალბებაზე იყო საუბარი.
” ეს არის სიცრუე და პროვოკაცია. ჩემი ნებართვის გარეშე, ჩემი პირადი ნომრის გამოყენებით,შევიდნენ დარეგისტრირდნენ და დამარეგისტრირეს მეორე აცრაზე. მე ერთხელ ვარ აცრილი Pfzier-ით, კიდევ მაქვს რამდენიმე კვირა და ჯერ არ არის გასული 28 დღე. მაგრამ ჩემი პირადი ნომრით უნებართვოდ შედიან თქვენი თანამშრომლები და ასეთ სიყალბეს ჩაიდენენ არის სამარცხვინო საქციელი. გაავრცელეს ინფორმაცია თითქოს მე ავიღე ყალბი კოვიდბარათი. ეს არის ჩვეულებრივი საინფორმაციო ბარათი, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ ჩემი დავალებით დაამზადა და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია აიღოს.” – განაცხადა ღარიბაშვილმა.