“უმრავლესობა ამ ადამიანებისა, ორის გარდა, ფაქტობრივად, ყველა უთითებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. ეს უბრალოდ მსუბუქი ნათქვამია, ადამიანები ჰყვებიან როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები, როდესაც დაკავების მომენტში გადაჰყავდათ მანქანაში. ამ შუალედში მათზე ხდებოდა იმგვარი ანგარიშსწორება, ისეთი ფიზიკური ანგარიშსწორება, რომ ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელი სახე აქვს ფაქტობრივად სისხლნაჟღენთებით. ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს.
პოლიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, არ გადაამეტონ უფლებამოსილებას, მიუხედავად იმისა, რა გააკეთა მოქალაქემ. ამისთვის არსებობს კანონი. კანონი უნდა დაიცვას, პირველ რიგში, სამართალდამცავმა”
ასე აფასებს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აქციაზე ადამიანების დაკავების ფაქტებს.