ეს არის სისასტიკე, რომელიც ევროპაში ათწლეულების მანძილზე არ გვინახავს – სტოლტენბერგი ბუჩაზე

“ეს არის სისასტიკე, რომელიც ევროპაში ათწლეულების მანძილზე არ გვინახავს” – ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კვირას კიევის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ, ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას “სისასტიკე” უწოდა.

„ეს არის სისასტიკე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, რომელიც ევროპაში ათწლეულების მანძილზე არ გვინახავს. საშინელებაა და აბსოლუტურად მიუღებელია, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები ხდებიან სამიზნე და კლავენ. ეს უბრალოდ ხაზს უსვამს მნიშვნელობას, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს“ –  განაცხადა სტოლტენბერგმა.