„2024 წლის ბიუჯეტი, როგორც ტრადიციულად ყველა ბიუჯეტი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნების“ მიერ, ხასიათდება ერთი და იმავე სიტყვით, ეს არის ფლანგვის ბიუჯეტი.[…] 2024 წლის ბიუჯეტი განსაკუთრებით არის გამორჩეული, რადგან საარჩევნო წელია. ჩადებულია ისეთი ხარჯები, რომლებიც წინა საარჩევნო პერიოდში იჩენს თავს. დაქუცმაცებული თანხების გამოყენება დაიწყება წინასაარჩევნოდ, რაღაცის გაკეთებას რომ დაიწყებენ. განსაკუთრებულად არის ეს ბიუჯეტი არაეფექტური და არარაციონალური ხარჯვით გამორჩეული.
იზრდება ბიუროკრატიული ხარჯები. ასევე, იზრდება შტატიანი და შტატგარეშე თანამშრომლების რიცხვი. ამ შტატგარეშე თანამშრომლებს სინამდვილეში ჰქვიათ „ქართული ოცნების“ საბიუჯეტო სტრუქტურებში დამალული პარტიული აქტივი. არჩევნების პერიოდში მოგვევლინებიან „ქართული ოცნების“ კოორდინატორებად და მხარდამჭერებად“
განაცხადა „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიას წარადგენს.