ეს არის ძალაუფლების გარყვნილად და ბოროტად გამოყენება დამპყრობლის ფანატიკური ინტერესებისთვის – რომის პაპი

ევროპის ცენტრში მიმდინარე ომის ტრაგედია მთელ ქრისტიანულ სამყაროს აოცებს. ეს არის ძალაუფლების გარყვნილად და ბოროტად გამოყენება დამპყრობლის ფანატიკური ინტერესებისთვის , – ამის შესახებ რომის პაპმა ევროპის საეპისკოპოსო კონფერენციების ვილნიუსის არქიეპისკოპოს, გინტარასუ გრუშასისთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა.

ჩვენ გვაოცებს ომის ტრაგედია, რომელიც ევროპის ცენტრში მიმდინარეობს. ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ კიდევ ერთხელ ვიხილავდით სცენებს, რომელიც გასული საუკუნის დიდ ომებს გაგვახსენებდა.

ჩვენი უკრაინელი ძმებისა და დების შემზარავი ყვირილი გვაიძულებს, რომ როგორც მორწმუნე საზოგადოებას, არამხოლოდ სერიოზულად დავფიქრდეთ, არამედ ვიტიროთ მათთან ერთად და მათთვის რაიმე გავაკეთოთ; გავიზიაროთ იმ ხალხის ტანჯვა, რომლის იდენტობა ისტორია და ტრადიციები დააზიანეს” – განაცხადა კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა.