ეს არ ამყარებს ნდობას მთავრობისა და სასამართლოს მიმართ – კელი სააკაშვილის პროცესზე

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი აფასებს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე არდაშვებს და ამბობს, რომ ეს არ ამყარებს მთავრობისა და სასამართლოს მიმართ ნდობას.

“ეს არ არის გზა თქვენი მთავრობის ან სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გასამყარებლად, თქვენ ამბობთ, რომ არ გაქვთ შესაძლებლობა დაიცვათ სასამართლო პროცესის ადგილი, ასევე არ ანიჭებთ პრიორიტეტს ბრალდებულის უფლებას – დაიცვას საკუთარი თავი ან შეხვდეს მბრალდებლებს ” , – წერს იან კელი ტვიტერზე.