ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მტკიცებით, ინფიცირებულთა გაზრდილი რიცხვი და ეპიდემია გაცილებით უფრო მეტად აზარალებს ეკონომიკას, ვიდრე მოკლევადიანი და ლოკალური შეზღუდვები.
„შეზღუდვების აუცილებლობა სახეზეა. იმისთვის, რომ ჩვენ გადავტეხოთ ნეგატიური ტენდენცია, რაც დაკავშირებულია ინფიცირებულთა ზრდასთან და მეორე ტალღასთან, შეზღუდვების შემოღება გვიწევს. ასევე იმასაც ვიტყვი, რომ ეკონომიკური ზემოქმედების თვალსაზრისით, ინფიცირებულთა გაზრდილი რიცხვი და ეპიდემია გაცილებით უფრო მეტად აზარალებს ეკონომიკას, ვიდრე მოკლევადიანი და ლოკალური შეზღუდვები, რომლითაც ჩვენ მოველით, რომ გადავტეხავთ ამ ტენდენციას და გავრცელებას შევანელებთ. აქედან გამომდინარე, შეზღუდვები, რასაც ჩვენ ვთავაზობთ და ამაზე ამ დღეებში საუბარი გვქონდა ბიზნესთან, კვლავ არასაყოველთაოა”,- ამბობს თურნავა.
მისივე აზრით, დაწესებული შეზღუდვები არა “ლოკდაუნი”, არამედ ლოკალური შეზღუდვებია.
“ეს არ არის ე.წ. ლოკდაუნი. ეს შეზღუდვები არის ლოკალური, რადგან კონკრეტულ ქალაქებში განხორციელდება. ასევე, ეს არ არის საყოველთაო, არამედ სექტორულია, იმიტომ, რომ კონკრეტულ სექტორებზე იქნება მიმართული, რომელიც არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვა ქვეყნებში აგენერირებს უფრო მეტ მობილობას. ეს არის ძირითადად არასასურსათო ვაჭრობა, ბაზრობები , რესტორნები და ზამთრის კურორტები“,-განაცადა თურნავამ.
რა შეზღუდვები დააწესა მთავრობამ – სრულად.