საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლექსო ლაშქარავას ოჯახში მივიდა. მისი თქმით, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს.
“არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა დედისთვის, ვინც ამ დღეშია. მე საავადმყოფოში ვინახულე თავის დროზე და მართლა არ მეგონა, რომ დღეს აქ მოვიდოდი ამ ტრაგედიის გასაზიარებლად.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ უნდა დამთავრდეს. ვინც იყო პასუხისმგებელი, უნდა დაისაჯოს. მე არ ვარ არც პოლიცია, არც გამოძიება, მაგრამ ვიცი, რომ ესაა აუცილებელი. თქვენ, ჟურნალისტებს და მთელ საზოგადოებას ვუზიარებ ამ ტრაგედიას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.