“ეს აქცია არის ნაციონალური მოძრაობის აქცია, პირდაპირ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი და ხალხი ყველაფერს ხედავს, ყველაფერს ხვდება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაიმე პროპაგანდით საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანენ, ძალიან ცდებიან. თუ ქართულმა ოცნებამ 2012 წლიდან მოახერხა, ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, თუ მოახერხა, რომ დღეს თქვენ, მე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ქართული პასპორტით თავისუფლად გადავაადგილდებით ვიზის გარეშე ევროპაში, თუ ქართულმა ოცნებამ მოახერხა თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, რატომ ვერ მოახერხებს იმ პირობების შესრულებას, რომელიც არის წარმოდგენილი”

20 ივნისს 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციას, თბილისის მერი კახა კალაძე ენმ-ის აქციას უწოდებს.