რუსთავის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან, დავით კირკიტაძე ამბობს, რომ რუსთავში ენმ-ს ოფისზე თავდასხმა მოხდა. მისი განცხადებით, თავდამსხმელები ოფისში შეჭრას ცდილობდნენ, რა დროსაც 3 ადამიანი დაშავდა, მათგან 2 მძიმედ.
“ეს იყო ოფისზე თავდასხმა პირდაპირ, პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლა და ადამიანებს მიაყენეს მძიმე დაზიანება. ეს ყველაფერი გვაქვს გადაღებული. ყველა ქვეყნის საელჩოს მინდა ვუთხრა, ამას რა ჰქვია? ინდეტიფიცირებულები არიან ადამიანებს, რომლებმაც მოაწყვეს თავდასხმა, დაზარალებულები არიან ადამიანები, მათ შორის საკრებულოს წევრი. ესენი არიან მოძალადეები, მეცოცხეები და სუს-ის აგენტები. ეს აქცია იყო დაგეგმილი სუს-ის მიერ”,– თქვა კირკიტაძემ.
დავით კირკიტაძე, ენმ-ის წევრები და მხარდამჭერები რუსთავში, პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.