ეს ბოკერიაა ყველანაირი ერთობის გამანადგურებელი, 2016 წელს სხვისი ხმების წამღები – თაკო ჩარკვიანი

ამის შესახებ, „პარტია კანონის და სამართალის ” ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს და “ევროპული საქართველოს” ლოდერს  გიგა ბოკერიას ერთობის გამანადგურებელს და დამშლელ ძალას უწოდებს.

“კვლავ ამბიციები – ბოკერიას ამბიციები ( უსაფუძვლო) ჯიბრი, სხვისი პარტიის ამომრჩევლების ხმების მითვისებაზე ფიქრი , აი ეს სამარცხვინო გეგმა ” ავადმყოფური” ლტოლვა უმაღლესი თანამდებობისკენ, მიშას მიმართ მრავალწლიანი კომპლექსები , საკუთარი დაშლილი პარტია, სხვისი მოპოვებული დივიდენდებით არსებობა პოლიტიკურ “სცენაზე”, სრული მრავალწლიანი მარცხი , რომელსაც არაფერი ეშველება არასოდეს, რადგან ვერ “გიტანს” ამომრჩეველი, ყველაფრის სააკაშვილზე გადაბრალება, აი სანამ ამ ” პოლიტიკური სურვილებით დაავადებულ ” “ცრუ გონებას” არ მივუჩენთ ადგილს, არანაირი ერთობა, არანაირი ერთობა არ იარსებებს! ყველაფრის დამშლელი, ყველანაირი ერთობის გამანადგურებელი და თან არა უანგაროდ- ეს გიგა ბოკერიაა, დაშლილი პარტიით ბოკერია, რომელიც მხოლოდ იმიტომ არ შევიდა პარლამენტში ,რომ მანდატი არ ჰქონდა- სხვა არაფერი!2016 წელს სხვისი ხმების წამღები, (თავად რაც აქვს კი ხედავთ)
მიშა სააკაშვილის დროს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი,
ყველაფრის ( თავისი სამარცხვინო საქციელის) სააკაშვილზე და სხვებზე გადამბრალებელი!
ძალა ერთობის დამშლელი, ( რადგან 2018 წელს “ძალაერთობის” წარმატებული პროექტი ვერ გადაიტანა)
ახლაც, ერთობის – გაერთიანების პირველი მტერი, ეს- გიგა ბოკერიაა!
რა ჰქნას ამომრჩეველმა მეტი, როგორ გამოხატოს მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, არსად არ ემხრობიან , მეტი რა ჰქნას ამორჩეველმა, რა ჰქნას ბრძენმა ხალხმა მეტი?!
ტოქსიკოზი ოპოზიციაში!
ვალდებული ვარ თქვენს წინაშე , რომ სიმართლე გითხრათ ყოველთვის!
ბიძინას არ “ძინავს”!!!!!!!!!!!!!
P.S და კიდევ: ხშირად ადამიანებს, ცბიერთა თაღლითობა გვერევა ნიჭში, მინდა გითხრათ, რომ დიდი უნიჭობაა, მთელი ცხოვრება სხვის დივიდენდებს იპარავდე , მუდამ მომხვეჭელობაზე ფიქრობდე, მაინც არაფერი გამოგდიოდეს და თან ადამიანებს თავს აძულებდე, ამას განა ჭკუა და ნიჭი ჰქვია? ! არა, ამას არ ჰქვია გონიერება!”-წერს თაკო ჩარკვიანი.