ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრესტიჟისთვის დიდი საქმეა – ოთხოზორიას დედა

“ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრესტიჟისთვის დიდი საქმეა” – გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია მისი შვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

“ეს გადაწყვეტილება არა მარტო ჩემი ოჯახისთვის, არამედ, მთელი საქართველოს პრესტიჟისთვის ძალიან დიდი საქმეა. რუსეთს რომ ქართველი ადამიანის სისხლში ხელის გასვრისთვის პასუხი მოეთხოვება, ძალიან დიდი საქმეა. მათ გულში უნდა ჩაიხედონ და თქვან, რომ საქართველოს თავისი ხელმძღვანელები, სამართალდამცავი ორგანოები ჰყავს, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ – ეს არის მთავარი. ახლა უკვე ჯერი საქართველოზეა. აწი საქართველოს ხელისუფლებასა და სამართალდამცველებზეა, რამდენად უღირთ მათ ჩვენი ქვეყნის სახელი”. – თქვა გიგა ოთხოზორიას დედამ ფორმულასთან.