ეს გამოძიება სააკაშვილმა და ბოკერიამ დაუკვეთეს, პოლიტიკური აფიორაა – ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, პროკურატურაში მათი პარტიის რუსეთიდან დაფინანსების გამოსაძიებლად სარჩელის შეტანა პოლიტიკური სპექტაკლი და აფიაროაა. მისი თქმით, ცენტრს “დოსიეს” გამოძიება მიხეილ სააკაშვილმა და გიგა ბოკერიამ დაუკვეთეს, შემდეგ კი მათმა ტელევიზიებმა გაავრცელეს.

“სააკაშვილმა და ბოკერიამ ამ ინტერნეტ გამოცემას თვითონ გაუგზავენს თავიანთი N გამოძიება, არავითარი ფაქტები და დოკუმენტები ეს არ არის. თვითონ დაადებინეს ეს ტყუილი, შემდეგ ამ ტყუილზე კომენტარი გააკეთებინებს მათსავე მატყუარა აგენტს, ვინმე კუროპტევს, შემდეგ ამ ტყუილზე ტყუილი სიუჟეტები მოამზადეთ თქვენ, მათივე ტელეარხებმა, ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ტყუილ კომენტარზე, ტყუილ სიუჟეტებზე დაწერილი ტყუილი განცხადება შედის პროკურატურაში, ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი, ეს არის აფიორა, – თქვა ირმა ინაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ “პატრიოტთა ალიანსის” კვლევით,”ბოკერიას ჯგუფს” 1%-ზე ნაკლები მხარდაჭერა აქვს, “სააკაშვილის პოლიტიკური ჯგუფის” მხარდაჭერა კი 3,5% ვერ წვდება.

ცენტრმა “დოსიემ” გამოაქვეყნა დოკუმენტები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატრიოტთა ალიანსი რუსეთიდან ფინანსდება. ცენტრ “დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებულ მასალებში საუბარია იმაზეც, რომ ქართული ოპოზიციური პარტიის კურატორი კრემლია. 2020–ის საპარლამენტო არჩევნებში კი ისინი რუსეთიდან  8 4330 625 დოლარით ფინანსდებიან.

ოპოზიცია “პატრიოტთა ალიანსის” არჩევნებიდან მოხსნას და გამოძიების დაწყებას ითხოვს.

დღეს ელენე ხოშტარიამ პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა.