ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი გავრცელებულ სუს-ის ფაილებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს დანაშაულია “სახელმწიფოებრიობის წინაშე”.
„კი მეღიმება, მაგრამ ეს არ არის იუმორის თემა. ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ადამიანები იმ საშინელებას, რომ ტოტალურად ყველას უსმენენ. როცა ვახსენე საბჭოთა პერიოდი, მაშინ ყველას უსმენდნენ, მაგრამ ასეთი რამეები ნაკლებად ან არ ხდებოდა.
მე იმედი მაქვს, რომ უკეთეს შემთხვევაში, ეს ჩვენთვის ძალიან სერიოზული გაკვეთილი იქნება სამომავლოდ. თუ, რა თქმა უნდა, ჩვენ გადავიტანეთ ეს ყველაფერი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი ზემოქმედების გარეშე. ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე. იმიტომ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ადამიანებში უნდობლობის გაჩენა, მეტი დაპირისპირება”, – ამბობს მიტროპოლიტი გრიგოლი.
მისივე განცხადებით, ეს ყველაფერი მსჯელობის საგანი უნდა გახდეს ყველგან, მათ შორის, სინოდზე.
“რაკიღა ეს მასალა, ეს ზღვა ინფორმაცია საზოგადოებაში გადმოიღვარა, ალბათ, ეს ყველაფერი უკვე უნდა გახდეს შესაბამისი მსჯელობის საგანი ყველგან”,– აღნიშნა მეუფემ.