“ეს დაპირება პირველად როცა გავიგე, ჩემი შვილი ახალშობილი იყო, წელს მეორე კლასში მიდის. მე მგონი, ამით ჩანს, რაზეც ვსაუბრობდით, რომ ნაციონალური მოძრაობა მარგინალიზაციის გზაზე იდგა. დღეს ისინი არიან ფინიშის წვერზე. რაც დღეს მოვისმინეთ, ეს არის პირდაპირ მოწოდება, რომ დარჩენილი აქვთ ერთადერთი გზა, ეს არის რადიკალიზაცია, ეს არის სამოქალაქო დაპირისპირება.

ქართველმა ხალხმა მისი პოლიტიკური ბედი 2012 წელს გადაწყვიტა, რაც შეეხება მის სამართლებრივ ბედს, ამასთან დაკავშირებით ქართველმა ხალხმა მართლმსაჯულების მეშვეობით გამოიტანა განაჩენი და ეს განაჩენი ელოდება აღსრულებას. ასე რომ, თუ ჩამოვა, ეს განაჩენი აღსრულდება”

ასე ეხმიანება ოცნების წევრი შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში დაბრუნების შესახებ.