”
ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ვაშაძეს ვეთანხმები თუ “ნაცმოძრაობიდან” საერთო კანდიდატს დააყენებენ, ეს დამარცხების ფორმულა იქნება”- უმრავლესობის წევრის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ოპოზიციისთვის მერობის საერთო კანდიდატის “ნაციონალური მოძრაობიდან” დაყენება ნამდვილად წაგების ფორმულა იქნება.
“ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც მე ვაშაძეს დავეთანხმებოდი – თუ საერთო კანდიდატს დააყენებენ “ნაციონალური მოძრაობიდან”, მგონია, ეს დამარცხების ფორმულა იქნება, თუმცა ისედაც, არ მგონია, რომ მაინცდამაინც დიდი შანსები ჰქონდეთ გამარჯვების, სხვა სტრატეგიის არჩევის შემთხვევაში. ჩვენი მოქმედების სტრატეგიისთვის არაფერი შეიცვლება, თუმცა ზოგადი გადანაწილებისთვის, რა თქმა უნდა, შეიცვლება. ისეთ განცხადებებს ვისმენთ მათგან, არ მგონია, ერთიან კანდიდატებზე შეჯერება შეძლონ, რადგან სრულიად განსხვავებული პარტიები არიან და მათი ერთობა ხელოვნური იქნება”,- განაცხადა სამხარაძემ.