” ეს არ არის თვითშესრულებული წინასწარმეტყველება. ეს ის რეალობაა, რომლის შესახებაც ვაფრთხილებდით. ჩვენ ვითხოვდით ცის ჩაკეტვას,  რადგანაც ცამ არ იცის საზღვრები. არა რუსული უკონტროლო რაკეტებისთვის. არა იმ საფრთხისთვის, რასაც ისინი უქმნიან ჩვენს მეზობლებს ევროკავშირსა და NATO-ში. ”

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა მას შემდეგ დაწერა ტვიტერზე, რაც პოლონეთში  სავარაუდოდ რუსული რაკეტა ჩამოვარდა.