ეს იყო გზა, რომ რეალურად შეკავებულიყო პროცესი, რომელიც ქვეყანაში არის – სიმონიშვილი ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე

“ეს იყო გზა, რომ რეალურად შეკავებულიყო პროცესი, რომელიც ქვეყანაში არის “- ასე ეხმაურება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებზე ხელის მოწერას.

”თუ პრეზიდენტმა ვერ დაინახა, რაში გამოიხატებოდა თუნდაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება ან თუნდაც როგორ გაუმარტივებს ის სასამართლო სისტემაში არსებულ კლანს გადაწყვეტილების მიღებას და როგორ შეძლებს ხელისუფლება სასამართლო სისტემის უფრო მარტივად კონტროლს, რომელიც ისედაც კონტროლირებულია, ეს არის სამწუხარო.როდესაც პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა დავძლიოთ და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი უნდა დავამარცხოთ, ეს იყო გზა, რომ რეალურად შეკავებულიყო პროცესი, რომელიც ქვეყანაში არის. თუმცა, პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებით არათუ წინ გადადგა ნაბიჯი პოლიტიკური პოლარიზაციის შეკავებისკენ, არამედ ამ ნაბიჯით გააღრმავა. ამდენად პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ისევე როგორც პარლამენტის გადაწყვეტილება, ჩვენთვის მიუღებელია და ამ ორივე კანონში არის პრობლემა, როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით“,- განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.