“ეს იყო ნამდვილად ისტორიული არჩევნები და ეს იყო ისტორიული გამარჯვება, რაც მთავარია, ეს იყო ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, ჩვენს საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის და ვუთხრა, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი ნდობა გავამართლოთ”
კარგად გვესმის, რომ ოპოზიციისთვის ეს რთულად მისაღები მორიგი მარცხი იყო, მაგრამ როდესაც 8-ჯერ ხალხი გეუბნება უარს და მარცხდები არჩევნებში, ეს ბევრ რამეს ნიშნავს და ალბათ ეს უნდა იყოს მორიგი გაკვეთილი მათთვის. ჩვენ რა თქმა უნდა, გვექნება მხოლოდ საქმეზე საუბარი მოსახლეობასთან. მე პირადად ვაპირებ, რომ ყველა პროექტი და ინიციატივა, რომელზეც ვსაუბრობდი კამპანიის დროს, პირადად გავაკონტროლო.
ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.