“არ მოვახდენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ციტირებას, რადგან უკვე ცნობილია, მათ გამოხატეს საკუთარი პოზიცია. რადგანაც ეს იყო “მომავლის ფანტაზიის” თემა, მოდით იმავენაირად ვუპასუხოთ: თუ იქნება ქმედება, რომელზეც პრაქტიკულ ჭრილში საჭირო იქნება პასუხის გაცემა, ამის გაკეთება ჩვენ შეგვიძლია”,

ასე ეხმაურება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, “აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად – საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი”.