ეს იყო “ნაცმოძრაობის” უმძიმესი პროვოკაციის შედეგი – ზაურ დარგალი მარნეულის ინციდენტზე

დარგალი

მარნეულში მომხდარი ინციდენტის ფაქტს “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი, ზაურ დარგალი ეხმიანება და ამბობს, რომ ეს შემთხვევა “ნაცმოძრაობის” უმძიმესი პროვოკაციის შედეგი იყო.

“წელს ნაციონალებს ახალი სტილი აქვთ პროვოკაციების – აორგანიზებენ ყველაფერს ჩვენი შტაბის წინ. იქიდან გამომდინარე, რომ ამირან გიორგაძე არის შტაბის უფროსი, ადგილზე იმყოფებოდა და ჩხუბის დროს გამოვიდა გარეთ, ის არანაირ ძალადობაში არ იღებდა მონაწილეობას”, – ამბობს ზაურ დარგალი.

მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის მერიის ავტოპარკის უფროსი, გიგა ჯალაღონია და “ოცნების” აქტივისტი, გიორგი შალამბერიძე დღეს დააკავა.

ენმ–ს წევრებზე ძალადობის გამო, მარნეული საკრებულო დატოვა ქართული ოცნების დეპუტატმა ილხამ გასანოვმა და ნაციონალურ მოძრაობას შეუერთდა.