ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა, ორგანიზატორები უნდა დაისაჯონ – კუჭავა 5 ივლისზე

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობა ორგანიზებული იყო გარკვეული ჯგუფების მიერ, ამიტომ ორგანიზატორები უნდა დაისაჯონ.

“ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ის აგრესია, რაც ჩვენ ვიხილეთ ჟურნალისტების მიმართ, არათუ არასდროს არ უნდა განმეორდეს, არამედ ყველა ის მოძალადე უნდა დაისაჯოს სამაგალითოდ, ამის შესაბამისი კადრებიც არსებობს და როგორც ვიცი, ჩვენებების მიცემა ინტენსიურად გრძელდება, რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მნიშვნელოვანია ორგანიზატორების გამოვლენა. მე პირადად, რაც ვიხილე, არ მჯერა, რომ ეს უცებ მომხდარი ამბავი იყო, ნამდვილად იყო ჟურნალისტებზე გარკვეული ჯგუფების მიერ ორგანიზებული თავდასხმა. ღია გამოძიებით უნდა მოხდეს იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა”,– თქვა კუჭავამ.

ცნობისთვის, 5 ივლისს მოძალადე, ჰომოფობიურმა ჯგუფები 53 ჟურნალისტს სასტიკად გაუსწორდნენ. ფიზიკური ძალადობის შემდეგ, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა.