“ჩვენ ვნახეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ძალიან მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი, საგანგაშო განცხადება. ამერიკის საელჩომ პირდაპირ ისაუბრა, რომ ამ ძალადობაში იკითხება პოლიტიკური მოტივი და ასეთი არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი. ეს იყო სერიოზული გაფრთხილება ქართული ოცნების მიმართ. ასევე ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის ძალიან ქმედით ნაბიჯებს”
განაცხადა “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე. საელჩოს განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ოპოზიციის კანდიდატების მიმართ ზეწოლისა და დაშინების შესახებ მრავალი ცნობა წარმოშობს სერიოზულ ეჭვებს მთავრობის ერთგულებაზე უსაფრთხო წინასაარჩევნო კამპანიისა და დემოკრატიული არჩევნების მიმართ.