“როდესაც ერთი თვის წინ ასეთი ცალსახად პოზიტიური დასკვნა გამოდის ევროპის მხრიდან და ერთი თვის თავზე ჩვენი ევროპელი კოლეგები, სამწუხაროდ, გამოდიან და აბსოლუტურად შებრუნებულ და კატასტროფულ სიტუაციას ხატავენ და ამგვარად უტევენ საქართველოს ხელისუფლებას, რეალობას და ამ რეალობის საწინააღმდეგო ფეიკს ავრცელებენ, უკვე არა კონკრეტულ ლოკალურ დონეზე, არამედ ასეთი მაღალი ტრიბუნიდან, ეს არის შეტევა საქართველოზე. და კითხვაზე რა შეიცვალა ამ ერთი თვის განმავლობაში, ერთი ადამიანის დაკავება შეუძლებელია ამგვარად ცვლიდეს დამოკიდებულებას იქიდან გამომდინარე, რომ არავინ საუბრობს მის დანაშაულზე/უდანაშაულობაზე, მხოლოდ იმ ფეიკებზე, რომელიც თვითონ მოიგონეს. სინამდვილეში შეიცვალა ერთი რამ, გაჩნდა ინტერესი, რომ საქართველოს შეექმნას ხელოვნური ბარიერები, იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც ახლა მიდის. რა დროს ამ რეზოლუციის პროექტის, რა დროს ამ დებატების დარეგისტრირება იყო კონკრეტულად ერთი მიმართულებით, როდესაც ეს ყველამ იცოდა, ნაცმოძრაობამ საქართველოში, მათმა ლობისტებმა, დავალებების მიმცემებმა საზღვარგარეთ, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რომ ასეთი დებატები ამ დროს არის შემაფერხებელი, მხოლოდ დაბრკოლების შემქმნელი” 

ასე ეხმაურება, ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტში გამართული დებატებს.