იურიდიულ კომიტეტზე, რუსული კანონის განხილვისას ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ჩაარტყა.
“ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ ამ პრო*ებს. ვისაც საქართველო გიყვართ, ყველა გამოდით. რა მნიშვნელობა აქვს, ნაცი, ქოცი, შმოცი. ბიჭო, რუსეთში მიგვაქანებენ. აღარ არის აქ სხვა ამბავი. რუსეთში მიგვაქანებენ და არ უნდა შევიდეთ. ეს კანონი უნდა გავუკეთოთ ტრ*კში ამათ. […] რა არგუმენტები, რის არგუმენტები. ქუდზე კაცი, ეს ძონძები უნდა გავყაროთ. ბიძინები და მიშები მიდიან და მოდიან. მიშა რომ გრგვინავდა, კი იცით, ახლა სად არის. ესეც ეგრე დაამთავრებს და ბოლომდე ნუ გადაეფარებით. სულ თავში მირტყეს იმ შობელძაღლებმა […] ყელში ამოვიდა და იმ რუსის აგენტს, მდინარაძეს ცხვირ-პირში მივეცი. ვიცემე, მაგრამ მეტად ვიცემები, არა უშავს. საქართველოს ენაცვალოს ჩემი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. არაფერი მომხდარა, ყელში ამომივიდა და ჩავცხე. რაღაც სისულელეებზე ვუცემივარ და საქართველოსთვის რომ გავილახე, პატივია.