პენტაგონი არასასურველს უწოდებს პოლონეთის წინადადებას მოიერიშე თვითმფრინავების, MiG 29-ების გადაცემის შესახებ.ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის თქმით მოლაპარაკების დროს მთავარი საკითხი იმის შეფასება იყო, თუ რა საჭიროებები შეექმნებოდა კონფლიქტის მეზობლად მყოფ პოლონეთს.
“ჩემი ინფორმაციით, ჩვენთან წინასწარი კონსულტაცია არ ყოფილა იმის შესახებ, რომ თვითმფრინავების გადმოცემას აპირებდნენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს პოლონელებისგან მოულოდნელი ნაბიჯი იყო”. – თქვა ნულანდმა.