“ეს მოშეს გეგმა იყო საოცრება, მათი მომსახურებით წელს არჩევნებზე არ გვისარგებლია “- ამის შესახებ, მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ე.წ. მოშეს გეგმა ნიკა გვარამიას მიერ მოგონილი “ფეიკია”.
“აი ეს მოშეს გეგმა იყო საოცრება ე.წ. მოშეს გეგმა. პირველი, არც მოშე და არც სხვა უცხოელი კონსულტანტი ჩვენ არ ჩამოგვიყვანია, მათი მომსახურებით ამ არჩევნებზე წელს არ გვისარგებლია, განსხვავებით 2018 წლისგან. ეს რომ გაავრცელეს მითხრეს, გადავახვიე და ვუყურე ნაწილს, “მთავარ არხზე” გასული სიუჟეტი იყო და შემდეგ ამაზე მსჯელობდა 4 ადამიანი, ჩემთვის ერთადერთი კითხვა იცით რა იყო?! ოთხივემ იცოდა, რომ ეს გვარამიას მოგონილი ფეიკი იყო და უწვალია ამაზე, ბევრი უწერია, თუ გვარამიამ თქვა დანარჩენი სამი, თუ გვარამიამ და კვესიტაძემ დანარჩენი ორი მოატყუა, და იმ ორს, სამს ან ერთს მაინც მართლა სჯეროდა, რომ რეალურ დოკუმენტზე მსჯელობდნენ. წარმოიდგინეთ სამსახიობო შესრულება რა დონის იყო, თავისი მოგონილი ფეიკი ედოთ წინ, თავისი შექმნილი, ამაზე ბრაზდებოდნენ, იცინოდნენ, ჩვენ გვამუნათებდნენ, გვლანძღავდნენ, ოღონდ თავისი შექმნილი დოკუმენტი ედოთ წინ, წარმოიდგინეთ რა ხარისხში ავიდა ფეიკი”, – განაცხადა მდინარაძემ.