“მთავარი გზა, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს პოლარიზაციის ხარისხის არსებით შემცირებამდე, არის იმ პოლიტიკური ძალის დასუსტება, რომელიც არის რეალურად დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პოლიტიკური ძალა სამომავლოდ მაქსიმალურად დასუსტდეს… ტენდენცია, ტემპი არის ძალიან კარგი, ხედავთ. [იგულისხმება] მორღვევა, მოშლა და ა.შ, ის პროცესი რაც დღეს წარიმართება ამ პოლიტიკურ პარტიაში. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, ეს პარტია უნდა დასუსტდეს, ეს არის გზა პოლარიზაციის შემცირებისკენ. მათ შორის, ეროვნული თანხმობაც იქნება იქნება ბევრად უფრო მარტივი, იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკური სისტემის ნაწილი არ იქნება დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა”
თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნაციონალურ მოძრაობაზე.