რაც შეეხება ტერმინოლოგიურ საკითხებსა თუ მითითებებს […] ეს პირობითი შედარება იყო. კითხვა შეეხებოდა იმას, გლობალური ომის პარტია ვინ არის, რა არის, რას ვგულისხმობთ. მან [მარიამ ლაშხმა] შედარება გააკეთა, საზოგადოებაში რა აღქმებიც შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა ჯგუფის მიმართ. შედარება სწორედ აქედან გამომდინარე გააკეთა […]
როცა ჩვენ გლობალური ომის პარტიაზე ვსაუბრობთ, ეს პირობითი სახელია. შეგიძლიათ, თქვენ ამაში ყველა ის პოლიტიკოსების ჯგუფი და პოლიტიკოსებსა თუ არაპოლიტიკოსებს შორის კავშირი მოიაზროთ, რომლებიც საქართველოს არეულობისკენ უბიძგებდნენ. ისინი, ვინც მოგვიწოდებდნენ, რომ მთავრობას მოხალისეები უნდა დაეორგანიზებინა და უკრაინაში, ომში გაეგზავნა. ასევე, ამის ნაწილი ის ჯგუფები არიან, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ რუსეთისთვის სანქციები უნდა დაგვეწესებინა. იმიტომ, რომ დიდი ალბათობით, ამის ბოლოს საქართველოში ომის რისკი დგას.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “გლობალური ომის პარტიაზე” ქართული ოცნების დეპუტატის მარიამ ლაშხის განცხადებას “პირობით შედარებას” უწოდებს.