“არა, ეს კითხვა ჩვენ არ გვეხება. ჩვენ ამ საქმით არ ვართ დაკავებული. ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფუნქციებში არ შედის”. – ასე პასუხობს, კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი, პრესკონფერენციაზე, მოკლული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ოჯახის მოთხოვნას, ცხედრის გადაცემასთან დაკავშირებით.
პესკოვი ასევე ირწმუნება, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილის გარემოებებს იძიებენ და ტარდება ყველა “აუცილებელი ქმედება”.