ეს პროექტი უკეთესი ფორმით, მაგრამ აუცილებლად უნდა განხორციელდეს – თურნავა ნამახვანჰესზე

“ეს პროექტი უკეთესი ფორმით, მაგრამ აუცილებლად უნდა განხორციელდეს ” – განაცხადა, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, ნამოხვანჰესზე საუბრისას.

“ნამახვანჰესი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. ყოველთვის, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი მსხვილი პროექტი შეიძლება გაკეთდეს ცოტათი უკეთესად, ცოტათი განსხვავებულად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ახლა, რომ მედიაციის პროცესში ვიმყოფებით. მედიაციის პროცესს ევრიოკავშირის ენერგეტიკული ქარტიის წარმომადგენელი უძღვება და გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები. აქედან გამომდინარე ყველა ის ხარვეზი, თუკი რამე არსებობდა გარემოს დაცვის მიმართულებით, ან გნებავთ, მიწებზე იყო მაგალითად საუბარი, რომ ეს გამოსწორდება. ეს არ არის არაფერი ისეთი კრიტკული. მთავარი არის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. უკეთესი ფორმით, მაგრამ აუცილებლად განხორციელდეს”, — განაცხადა თურნავამ.