“ეს საკითხი რომ ამოვწუროთ” – ხუხაშვილი იხსენებს, როგორ მიიყვანა გახარია “ოცნებაში”

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი იხსენებს, როგორ მიიყვანა გიორგი გახარია ქართული ოცნების გუნდში.

მისი თქმით, გახარიას სივი მისმა მამამ მიუტანა, შემდეგ კი თავად გაესაუბრა.

“ეს საკითხი რომ ამოვწუროთ, გახარია სისტემაში აღმოჩნდა ასე:
1. მამამისმა მომიტანა CV
2. გავესაუბრე.
3. გავაცანი ივანიშვილს.
4. დავნიშნეთ ომბუდსმენად.
5. მის შემდგომ კარიერულ სვლაში მონაწილეობა არ მიმიღია.
CV არსად მიმქონდა. პირიქით, ჩემთან მოჰქონდათ”,– წერს ხუხაშვილი Facebook-ზე.

აღნიშნული ინფორმაცია გუშინ დაადასტურა გახარიამაც.