“ეს საკითხი უნდა დაიხუროს მე მგონი, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ, გუშინაც ვთქვი, 6-მა პარტიამ უკვე განაცხადა, ოპოზიციურმა, რომ არანაირი პრობლემა არ აქვთ 5%-თან, ზოგიერთი აწევასაც ითხოვს ამ 5%-ის. ამიტომ, ვფიქრობ ეს თემა დახურულია მათთვისაც. მოემზადონ არჩევნებისთვის, გადამწყვეტი არის არა ბარიერი, და მათ შორის 2012 წელს არ ყოფილა ბარიერი გადამწყვეტი, გადამწყვეტი არის ხალხის ნება”.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით.