“შეიძლება არაპოპულარულად ჟღერს, მაგრამ ეს ტალღაც გადაივლის, მაგრამ კიდევ იქნება ტალღა. ეს ვირუსი ასე სწრაფად უკან არ წავა. ჩვენ არ გვაქვს ვაქცინაციის ის ტემპი, რომ გულხელდაკრეფილი ვიყოთ და შემოდგომისთვის არ ვემზადოთ. დღეს გაკეთებული ვაქცინა თვე-ნახევრის მერე იცავს ადამიანს, იმიტომ რომ ერთი დოზა, შემდეგ 3-4 კვირაში მეორე დოზა, მეორე დოზიდან ორ კვირაშია იმუნიტეტი ჩამოყალიბებული. ჩვენ რეალურად დღევანდელი ვაქცინაციით შემოდგომისთვის ვემზადებით. ამიტომ თუნდაც შემოდგომისთვის უნდა გავითვალისწინოთ ის, რაზეც ახლა ვსაუბრობ. ახლა უკვე ურემი გადაბრუნდა, მაგრამ გზა ჯერ არ ჩანს”
ამბობს იმუნოლოგ-ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი რუსთავი 2-თან ინტერვიუში.