ეს ტემპი თუ გაგრძელდა, სომხეთი მილიონ მოსახლეზე ინფიცირების შემთხვევებით იტალიის დონეს მიაღწევს – სომხეთი Covid 19-ის მაჩვენებლით იტალიას უახლოვდება

სომხეთი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით რუსეთის მაჩვენებელს გაუთანაბრდა. მეზობელ ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა.  როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრმა განაცხადა, სომხეთმა ერთ მილიონ მოსახლეზე ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით უკვე გადაუსწრო საფრანგეთსა და ირანს. იზრდება გარდაცვალების შემთხვევებიც.

„თუ ეს ტემპი გაგრძელდება, სომხეთი მილიონ ადამიანზე ინფიცირებულთა რაოდენობით იტალიის დონეს მიაღწევს“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ქვეყანაში იზრდება მძიმე და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რიცხვი, ასევე – გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა.

მან კორონავირუსის გავრცელების ტემპის ზრდა მოსახლეობაში უპასუხისმგებლობას და  ეპიდემიოლოგიური ნორმების დაუცველობას დაუკავშირა.