“ეს უბრალოდ ყალბი ამბებია” – გერმანიის პრეზიდენტი EU-ს მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე

გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი „ევროობზერვერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რომლის მიხედვითაც, ევროკავშირმა შესაძლოა საქართველოს და ბალკანეთის ქვეყნებს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს „ფეიკ ნიუსს“ უწოდებს

„დღეს, როდესაც აქ კიშინიოვში ჩამოვედი, ამ შეტყობინების წაკითხვა ჩემთვისაც ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც თქვენთვის. აღნიშნულის შესახებ ბერლინსა და შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროში მოვიკითხე და აღმოვაჩინე, რომ ეს არ იყო ნამდვილი სიახლე. ეს უბრალოდ ყალბი ამბებია,“ – აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.

აღნიშნული განცხადება ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გამოცემა „ევროობზერვერის“ მიერ გამოქვეყნებული სიახლის საპასუხოდ, მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ცნობისთვის, გამოცემა euobserver-მა ევროკავშირის შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ EU-მ შესაძლოა საქართველოს და ბალკანეთის ქვეყნებს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს.