“[მღვდელთმოქმდების უფლება შემიჩერეს] ვფიქრობ, აქციების, პარაკლისის გამო. კომისია იყო ჩანიშნული, მაგრამ იმის გამო, რომ მე ვითხოვ პრემიერის გადადგომას, არჩევნების ჩანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებს, ვფიქრობ, რომ ამ ჩემი მოთხოვნების გამო, დააჩქარეს ეს და კომისიასაც არ დაელოდნენ. ალბათ ესაა იმის მიზეზი, რატომაც მოხდა ეს დღეს.
მინდა ვუთხრა ხალხს, რომ პირიქით, არ შეშინდეს არავინ. მე ეს უფრო მაძლიერებს, ჩვენი ბრძოლა უფრო ძლიერი იქნება.
საპატრიარქოს და იმ ჯგუფს რა უნდა ვუთხრა. მათ არაფერი ესმით – დაყრუვდნენ. თვალახელილი ბრმები არიან”
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი საქართველოს საპატრიარქოს მიერ მისთვის მღვდელთმოქმდების შეჩერებას ეხმაურება.















