ეს ქვეყანა ვერ გადაიქცევა ლუკაშენკოს ბელარუსად – ნიკა მელია

“ეს ქვეყანა ვერ გადაიქცევა ლუკაშენკოს ბელარუსად “- განაცხადა ენმ-ის თავჯდომარემ და  თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

”საზოგადოება არის მომზადებული ცვლილებებისთვის. ყველა ადამიანი, ვისაც არ შეეხო ძალადობის ბაცილა, შანტაჟი და კომპრომატებით მუქარა, ეს ხალხი 2 ოქტომბერს მივა და ხმას მისცემს მომავალს. ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული. ის, რასაც დღეს ჩადიან ოცნების წარმომადგენლები, უფასო სასადილოებში ბენეფიციარებს პირადობის მოწმობებს რომ ართმევენ, აშანტაჟებენ და ეუბნებიან არჩევნებზე არ წახვიდეთო, მსგავსი მეთოდებით ესენი ფონს ვერ გავლენ. ეს ქვეყანა ვერ გადაიქცევა ლუკაშენკოს ბელარუსად. ბიძინა ივანიშვილს ხომ ეს უნდა ზუსტად? ის ხომ არასდროს იტყვის, რომ მზადაა, ხელისუფლებიდან წავიდეს. ” – განაცხადა ნიკა მელიამ.