ეს ქმედება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რუსეთის სისასტიკეს უკრაინაში – სტოლტენბერგი კახოვკაზე

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კომენტარი გააკეთა რუსეთის მიერ კახოვკას კაშხლის განადგურებაზე. როგორც სტოლტენბერგმა Twitter-ზე აღნიშნა, დამპყრობლების სამხედრო დანაშაული ათასობით მშვიდობიანი მოქალაქეს საფრთხის ქვეშ აყენებს და ანადგურებს ეკოლოგიას.

“კახოვკას კაშხლის განადგურება დღეს საფრთხეში აყენებს ათასობით სამოქალაქო პირს და იწვევს გარემოს სერიოზულ ზიანს. ეს არის აღმაშფოთებელი ქმედება, რომელიც კიდევ ერთხელ ასახავს რუსეთის ომის სისასტიკეს უკრაინაში”, – წერს სტოლტენბერგი.