“დღეს ვილნიუსში სოლიდარობა გამოვუცხადე საქართველოს ოპოზიციური ტელეკომპანია “მთავარის” ჟურნალისტს, ნათია გოგსაძეს, რომლის ტელემენეჯერსა და პრეზიდენტ სააკაშვილის ადვოკატს, ნიკა გვარამიას სასამართლომ დღეს 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის შესაძლო ისტორიული გადაწყვეტილებების ფონზე, საქართველოს მმართველები ბოლო წლებში მუდმივად ძირს უთხრიან დასავლეთში ინტეგრაციის შანსებს (მათ შორის, უკრაინის არასათანადო მხარდაჭერით). ეს ნაბიჯი შეიძლება გახდეს ბიძინა ივანიშვილზე ინდივიდუალური სანქციების დაწესების მოთმინების ბოლო წვეთი.

საკითხავია, რატომ ცდილობს ბიძინა, გაანადგუროს თავისი ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შანსები და ასიამოვნოს პუტინს”

წერს ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ნიკა გვარამიას დაპატიმრების შესახებ.