ეს ცვლილებები გარდაუვალი მგონია, მიუხედავად იმისა, ვის რა ეოცნებება – ეკა ბესელია

ველოდები, რომ შემდგომი მთავრობა იქნება უკვე კოალიციური, ეს ცვლილებები მგონია, რომ გარდაუვალია, მიუხედავად იმისა, ვის რა ეოცნებება, ან ვინ როგორ ხედავს ამ ცვლილებებს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, არათანაბარია პირობები, რა თქმა უნდა, სრულიად უთანასწოროა გარემო ოპოზიციისთვის ხელისუფლებასთან შედარებით. ამ პერიოდში რიგდება კოვიდის ეგიდით და პრევენციის ქოლგის ქვეშ სხვადასხვა ტიპის სოციალური დახმარება, ამავე დროს, მთავრობას აქვს განსაკუთრებული პრივილეგია სრულიად უკანონოდ და კონსტიტუციის დარღვევით მაშინ, როცა მას შეუძლია შემოიღოს ყველა ტიპის შეზღუდვა ისე, რომ არ სჭირდება პარლამენტის თანხმობა. თანაბარი გარემო არ არის უზრუნველყოფილი ოპოზიციისთვის მაშინ, როცა ასეთი ხელგაშლილია ხელისუფლება არჩევნების წინ და ეს ყველაფერი საარჩევნო მიზნებს ემსახურება და არა სოციალურად მოქალაქეების დახმარებას, რადგან ეს უნდა მომდარიყო მაშინ, ბევრად უფრო ადრე და არა საარჩევნოდ. ამიტომ ეს არათანაბრობა და სხვადასხვა მექანიზმების ჩართვა ხელისუფლების სასარგებლოდ, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ჩანს. ის რომ რამდენიმე გუბერნატორი, რამდენიმე მერი არის კანდიდატად დასახელებული, რა თქმა უნდა, მათ ადმინისტრაციულო რესურსის ღიად გამოყენების პრივილეგიას ანიჭებს და ესეც არათანაბარ პირობებში ამყოფებს ოპოზიციას,”- განაცხადა ბესელიამ.