ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ მათი განცხადება პარტიებისთვის, განსაკუთრებით კი “ოცნებისთვის” ძლიერი სიგნალია.
“ვღელავ საქართველოს მომავალზე, პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. [7 ევროპარლამენტარის განცხადება] ძლიერი სიგნალია ევროპარლამენტისგან ყველა პარტიისთვის, განსაკუთრებით კი ქართული ოცნებისთვის, რომ გამოვიდნენ ჩიხიდან ან ევროკავშირისგან “ნაკლებისთვის ნაკლები” მიიღონ, რაც მტკივნეულია. ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ გაქცევა თავიანთი პასუხისმგებლობისგან”,- წერს კუბილიუსი ტვიტერზე.
Worried for ?? future, as political crisis continues. Strong signal from EP to all political parties, especially GD, to end the deadlock or face painful ‘less for less’ from EU. Georgian political leaders must stop running away from their responsibility.https://t.co/9ubADRzgTb
— Andrius Kubilius (@KubiliusA) April 2, 2021
ცნობისთვის, კუბილიუსი ერთ-ერთია იმ 7 ევროპარლამენტარიდან, ვინც ხელისუფლებას მოუწოდებს, გადაწყვიტონ მომავალი არჩევნებისა და 2 პოლიტიკური საქმის საკითხები.